ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპმა  მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს შეწყვიტონ ძალადობა  იესო ქრისტეს წმინდა მიწაზე


მთელი მსოფლიოს ხალხები შეძრწუნებულები არიან ღაზას სექტორში მომხდარი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. დღეს რომის პაპმა ბენედიქტმა მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს შეწყვიტონ ძალადობა იესო ქრისტეს წმინდა მიწაზე.

შაბათს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევში დაადანაშაულა და შეჩერებისაკენ მოუწოდა.თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გორდონ ჯონდრომ გაკიცხა ჰამასი ისრაელზე განხორციელებული შეტევების გამო და განაცხადა,რომ ექვსთვიანი დაზავების შემდეგ მსგავსი ქმედებების გადაწყვეტილება აბსოლიტურად მიუღებელი იყო.

ისრაელზე განხორციელებულ საომარი ქმედებებს მუსულმანური ქვეყნების წარმომადგენლებმა კი მხარი დაუჭირეს. ირანის ლიდერმა აითოლა ჰომეინმა მოუწოდა მუსულმანურ სამყაროს დაიცვან პალესტინელები ისრაელის მხრიდან მოსალოდნელი შეტევებისაგან. მან აგრეთვე დაადანაშაულა ზოგიერთი მუსულმანური ქვეყანა ღაზას სექტორის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით იმ „წამახალისებელ სიჩუმეში“, რაც ამ ქვეყნების მხრიდან დაბომბვებისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ განაპირობა. დღეს არაბეთის ქვეყნების ლიგამ ბოლოდროინდელი ფაქტების შეფასების მიზნით სასწრაფო მოწვევის სესია დაგეგმა .

XS
SM
MD
LG