ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი აცხადებს, რომ იგი მზადაა ეკონომიკური  დახმარება გაუწიოს  ტაივანს 


ჩინეთი აცხადებს, რომ იგი მზადაა ეკონომიკური დახმარება გაუწიოს ტაივანს იმ შემთხვევაში თუ კუნძული ფინანსური კრიზისის დაძლევას საჭიროებს. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ მიღებული ინფორმაციით დღეს ჯია ქინლინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ პეკინი მზადაა შეძლებისდაგვარად დაეხმაროს ტაივანს თუკი ამას ისინი მოითხოვენ. ბატონმა ჯიამ ეს განცხადება შანხაიში ორდღიანი ორმხრივი შეხვედრების დროს გააკეთა. მაგრამ მან არ დააკონკრეტა რა სახის ან რა თანხის დახმარებაზეა საუბარი. ეს განცხადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების დასტურია. 1949 წლის შემდეგ ჩინეთსა და ტაივანს შორის პირველად აღდგა პირდაპირი ფრენა, საზღვაო და საფოსტო მიმოსვლ

XS
SM
MD
LG