ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი დღეს კაბინეტის  კიდევ  3 წევრს დაასახელებს


ბარაკ ობამა დღეს მედიის წინაშე წარსდგება , სადაც ახალი ადმინისტრაციის 3 კანდიდატურას წარადგენს. შრომის დეპარტამენტის უფროსად კალიფორნიელი კონგრესმენი ჰილდა სოლისი დასახელდება. იგი ლათინო ამერიკული წარმომავლობისაა და მშრომელთა ინტერესებს დაიცავს, ისე, როგრც ამას წარმომადგენელთა პალატაში აკეთებდა.

რონ კირკი ტეხასის შტატის ქალაქ დალასის პირველი შავკანიანი მერია, რომლის კანდიდატურასაც ბარაკ ობამა წარადგენს ვაჭრობის საკითხში აშშ-ს წარმომადგენლად. იგი პასუხისმგებელი იქნება ამერიკის სავაჭრო ურთიერთობებზე სხვა ქვეყნებთან და მესამე პოსტი რომელიც დღეს გამოცხადდება არის ტრანსპორის მინისტრის თანამდებობა, რომელზეც ობამა წარადგენს რესპუბლიკელ რეი ლაჰუდს. ლაჰუდი ობამას ადმინისტრაციაში მეირე მინისტრი იქნება რესპუბლიკური პარტიიდან თავდაცვის მდივანთან რობერტ გეითსთან ერთად.

XS
SM
MD
LG