ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის არმია უკვე მეორე დღეა რაც ერაყში გამაგრებულ ქურთ მეამბოხეებს ბომბავს.


თურქეთის არმია უკვე მეორე დღეა , რაც ერაყში გამაგრებულ ქურთ მეამბოხეებს ბომბავს. თურქი სამხედროების განცხადებით, ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავებმა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქურთთა მუშათა პარტიის რამოდენიმე გამაგრებულ პუნქტზე მიიტანეს იერიში.ჯერჯერობით ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიმდინარე წელს თურქეთმა ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ შეტევები გაახშირა. ანკარა აცხადებს, რომ ქურთები ერაყის ტერიტორიიდან ანხორციელებენ თავდასხმებს თურქეთზე. ქურთი სეპარატისტები თურქეთის ხელისუფლებას 1984 წლიდან ებრძვიან.
XS
SM
MD
LG