ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული სამხედრო ხომალდები კუბისკენ მიემგზავრებიან


რუსული სამხედრო ხომალდები, ფლაგმან ადმირალ ჩაბანენკოს წინამძღოლობით კუბისკენ მიემგზავრებიან. რუსმა საზღვაო კაპიტანმა იგორ დიგაილომ განაცხადა, რომ გემები კუბის სანაპიროს 19 დეკემბერს მიადგებიან. ეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსული სამხედრო ხომალდების პირველი ვიზიტი იქნება კუბაში. დიგაილოს თქმით, ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობის განვითარებას წაადგება. სამი რუსული ხომალდი ბოლო დროს რამდენიმე ლათინურამერიკულ ქვეყანას ესტუმრა. გემებმა ნიკარაგუაში ორასი ათასი დოლარის ღირებულების მედიკამენტების, კომპიუტერული ტექნიკისა და სხვა დახმარების ჩატანის შემდეგ, გეზი გუშინ კუბისკენ აიღეს.

XS
SM
MD
LG