ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა შეასუსტა ერაყში  შიიტური დაჯგუფებების მხარდაჭერა


ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ირანმა შეასუსტა ერაყში შიიტური დაჯგუფებების მხარდაჭერა, რამაც თავდახმების რაოდენობა შეამცირა.

ამერიკელი გენერალ ლეიტენანტი ტომას მეცი აცხადებს, რომ ირანმა გზის პირას დამონტაჟებული ბომბებისთვის საჭირო მასალების მიწოდება შეამცირა.

შესაბამისად თავდახმები ყოველთვიურად 80დან 20მდე დავარდა. მეცის განცხადებით, როგორც ჩანს ირანის ელიტური ქუდის ძალებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ქუდს შეერთებული შტატები ბომბების მიწოდებაში ადანაშაულებს. ირანი კი უარყოფს ამ ბრალდებას.

ამერიკული ძალები აცხადებენ, რომ ერაყში თავდასხმები შემცირდა, მაგრამ ქვეყნის ჩრდილოეთში, კამიკაძე ტერორისტმა ხალხმრავალ რესტორანზე განახორდიელა თავდასხმა. ინციდენტის შედეგად 55 ადამიანი დაიღუპა. დაიჭრა 100 ზე მეტი.

XS
SM
MD
LG