ავღანეთში შეერთებული შტატების გენერალ-მაიორი რობერტ კონი ნატოს მეთაურობით მომუშავე იმ საერთაშორისო ძალებს მეთაურობს, რომლებიც ავღანეთის არმიის და პოლიციის გაწვრთნას ხელმძღვანელობენ.
გენერალ კონის განცხადებით ავღანეთის უშიშროების ძალების პირადი შემადგენლობა სწრაფად იზრდება პარტიზანებთან ბრძოლის პარალელურად. ავღანეთის ეროვნული არმია, რომელმაც თავისი ბრძოლისუნარიანობა აამაღლა ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების 60%-ში იღებს მონაწილეობას.
ავღანეთის შეაიარაღებულ ძალებში ამჟამად 68 000 ჯარისკაცი მსახურობს, კიდევ 11 000 გაძლიერებულ წვრთნას გადის. 2007 წელს ავღანეთის არმიას 26 000 ახალწვეული შეემატა, მომავალ წელს კი დაგაგმილია მისი 122 000-მდე გაზრდა.
რაც შეეხება ავღანეთის პოლიციას გენერალ კონის განცხადებით ამერიკელთა მონაწილეობით გასულ წელს 22 000 პოლიციელმა გაიარა მომზადება. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის მეთხედზე მეტია.
ავღანელ სამართალდამცავთა წვრთნის პროგრამა კანონის დაცვასთან ერთად ანტიტერორისტულ მომზადებასაც ითვალისწინებს. ამ პროგრამის მიხედვით პოლიციელები სპეციალურ ცენტრებში ორ თვიან სწავლებას გადიან, რომლის შემდეგ ახალ აღჭურვილობას იღებენ. ეს პროგრამა ავრანეთის 42 რაიონში მოქმედებს. გენერალ კონის განცხადებით მან დაამტკიცა თავისი ქმედითუნარიანობა.
გარდა ამისა ამერიკელები ავღანელი მესაზღვრეების მომზადებასაც ხელმძღვანელობენ. საზღვრის დაცვის სამსახურში 52 კომპანიაა ჩართული. ეს პროგრამა 70 მილიონი დოლარი ჯდება.
ავღანეთის საზღვარზე ამჟამად დამატებით 165 ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც საერთო ჯამში ამერიკელებს 845 მილიონი დოლარი დაუჯდებათ. ავღანეთის საზღვრების გამაგრებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სტაბილობისათვის რათა აღიკვეთოს ნარკოტიკების კონტრაბანდა და ტერორისტების ინფილტრაცია.
გენერალ კონის განცხადებით დიდი სამუშაოა შესრულებული ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნისა და აღჭურვის თვალსაზრისით, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურ მონაწილეობას საჭიროებს.