ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჯენერალ მოტორსი“, „ფორდი“ და „კრაისლერი“ 17 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მიიღებენ


ამერიკელი კანონმდებლები და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახლოს არიან შეთანმხმებასთან რომლის მიხედვით ამერიკელ ავტოგიგანტებს დიდი ფინანსური შემწეობა უნდა აღმოუჩინონ.

ამ გეგემის მიხედვით „ჯენერალ მოტორსი“, „ფორდი“ და „კრაისლერი“ 17 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მიიღებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს უახლოესი 6 თვის განმავლობაში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.

ამერიკელი კანონმდებლები იძულებულნი გახდნენ ამ საგანგებო ზომებისთვის მიემართათ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ მხოლოდ ნოემბერში ნახევარ მილიონზე მეტმა ამერიკელმა დაკარგა სამუშაო. ამგვარი რამ უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში არ მომხდარა შეერთებულ შტატებში.

XS
SM
MD
LG