ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე


რუსული ეკლესიის განცხადებით, დღეს მოსკოვის გარეუბანში, საკუთარ რეზიდენციაში გარდაიცვალა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი პატრიარქი ალექსი მეორე. ეკლესიის პრესცენტრს არ დაუკონკრეტებია პატრიარქის გარდაცვალების მიზეზი. ადგილობრივმა ტელევიზიებმა პატრიარქზე მასალების გავრცელება მისი გარდაცვალებიდან სულ რამოდენიმე წუთში დაიწყეს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ალექსი მეორეს აღსაყდრება 1990 წელს მოხდა,ზუსტად მაშინ, როცა საბჭოთა კავშირმა ეკლესიაზე გავლენა დაკარგა და რუსული ეკლესიის მრევლი თანდათან გაიზარდა. ესტონეთში დაბადებულ პატრიარქს დიდი წვლილი მიუძღვის იმ ეკლესიათა აღდგენის საქმეში, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს განადგურდნენ ან სხვა დანიშნულების შენობებად გადაკეთდნენ.

XS
SM
MD
LG