დღეს პაკისტანისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ იმ მიზნით,რომ კიდევ ერთხელ სცადონ ორ მეზობელს შორის დაძაბული ურთიერთობა განმუხტონ.
სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაისა და პაკისტანის პრეზიდენტს ასიფ ალი ზარდარის უმასპინძლებს.
გასულ წელს, ჰამიდ კარზაიმ და პაკისტანის პრეზიდენტმა პერვეზ მუშარაფმა პირველ სამიტზე პირობა დადეს,რომ უსაფრთხოების მიმართულებით ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ. ავღანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი მხრიდან აღუთქვეს,რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის,რათა პაკისტანის ტომებით დასახლებულ ტერიტორიაზე მოქმედი მეამბოხეები გაანადგურონ.
ხუთშაბათს ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში პირადად დაუკავშირდა თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულს და მადლობა გადაუხადა იმ წვლილისათვის, რაც მას პაკისტანისა და ავღანეთის ლიდერებთან თანამშრომლობაში მიუძღვის.პრეზიდენტმა ბუშმა ასევე დადებითად შეაფასა პრეზიდენტ გიულის აქტიური მხარდაჭერა ერაყის აღმშენებლობის საქმეში.