ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის პრემიერ მინისტრს პოლიტიკური მოღვაწეობა  5 წლით აეკრძალა


ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის პრემიერ მინისტრს აეკრძალოსპოლიტიკური მოღვაწეობა 5 წლით, ხოლო მისი პარტია გაუქმდეს.პრემიერ მინისტრი სომჩაი ვონგსავატი აცხადებს, რომ იგი ემორჩილება მიღებულ გადაწყვეტილებას. ამიერიდან იგი აღარ ასრულებს პრემიერ მინისტრის მოვალეობას და ჩვეულებრივი მოქალაქის სტატუსი აქვს. მედიის წინაშე ეს განცხადება მან ქალაქ ჩიანგ მეიდან გააკეთა სადაც უკვე ერთი კვირაა იმყოფება მას შემდეგ რაც ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დაიწყო. დღეს ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც დამტკიცდა საარჩევნო ხმების გაყალბებაში ტაილანდის მამართველი სამი კოალიციური პარტიის ბრალი.

მოპროტესტეებმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე რამდენიმე ხნით ადრე განაცხადეს, რომ ისინი ოთხშაბათს შეწყვეტენ აქციას. ისინი აგრეთვე დათანხმდენენ ბანკოკის აეროპორტებში ფრენის განახლებაზე, მაგრამ აეროპორტის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 15 დეკემბრამდე ფრენბი სავარაუდოდ არ განხორციელდება.

XS
SM
MD
LG