ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის უშიშროების ძალები აცხადებენ რომ აღადგინეს კონტროლი ქალაქ მუმბაიზე


ინდოეთის უშიშროების ძალები აცხადებენ რომ აღადგინეს კონტროლი ქალაქ მუმბაიზე .

ამავე განცხადების თანახმად შეიარაღებული დაჯგუფების ყველა ისლამისტი მეამბოხე მოკლული ან შეპყრობილია. ინდოეთის სამხედრო ძალებსა და კარგად გაწვრთნილ და კბილებამდე შეიარაღებულ მეამბოხეებს შორის შეტაკება რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

ტაჯ-მაჰალისა და თაუერ სასტუმროების ტერორისტებისგან გასაწმენდად უშიშროების ძალებმა შენობებში ნაღმები შეყარეს და მას ხანძარი გაუჩინეს .

ინდოეთის ეროვნული უშიშროების ძალების გენერალი ბატონი დუტი რომელმაც ტეორისტული თავდასხმის აღმოსაფხვრელად სამი სამხედრო ოპერაცია განახროციელა აცხადებს რომ ტაჯმაჰალში მუკლულია 3 ტეორისტი თუმცა იგი დანამდვილებით საბოლოო პასუხს ვერ იძლევა მანამ სანამ სასტუმრო მთლიანად არ გათავისუფლდება სტუმრებისგან.

დუტის განცხადებით გარკვეული რაოდენობის შეშინებული სასტუმროს სტუმარი რომლებიც თავიანთ ოთახებში ოთხაშაბათის შემდეგ არიან ჩაკეტილები,

ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული რომ ოთახის დატოვება მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

ობეროისა და ებრაული ცენტრის ტერორისტებისგან გაწმენდა პარასკევის ჩათვლით გრძელდებოდა. აქ ბევრი სამოქალაქო პირი იპოვნეს იარაღიით მოკლული.

როგორც ტაჯმაჰალში, ასევე ობეროიში ტეორისტებმა დააკავეს ბევრი უცოხელი ტურისტი, და განსაკუთრებით ერჩოდნენ ამერიკელ და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს.

მესამე ტეორისტული თავდასხმა განხორციელდა ებრაულ ცენრტზე, ნარიმანის სახლზე სადაც ისლამისტი რადიკალები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ცენტრში ასევე აიყვანეს ებრაელი მძევლებიც.

ხუთი ებრაელი მძევლის გასათავისუფლებლად შვეულმფრენის საშუალებით ინდოეთის სადესანტო რაზმი გადასხეს ცენტრის სახურავზე. თუმცა ხუთივე მოგვიანებით მოკლული იპოვნეს.

დღესდღეობით ნათელია რომ 200-მდე ადამიანია მოკლული, მათ შორის არიან უცხოელებიც. ასობით დაჭრილია.

ინოეთ-პაკისტანის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. ინდოეთი ამ ტეორისტულ თავდასხმაში პაკსიტანს სდებს ბრალს. თუმცა პაკისტანი უარყოფს ბრალდებას.

პაკისტანის მთავრობა აცხადებს რომ ამ ტეორისტული თავდასხმის ფონზე იგი მზად არის ითანამშრომლოს ინდოეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა იქვე დასძინა რომ ეს ურთიერთობა გამყარდება იმ შემთხვევაში თუ ინდოეთი შეწყვეტს ბრალდებას.

პარასკევს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა სადაც დაგმო ინდოეთში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა.

პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ და პრემიერ მინისტრმა იუსაფ რაზა გილანიმ ინდოეთის პრემიერ მინისტრთან მანმოჰან სინგთან სატელეფონო საუბრისას ინდოეთს მხარდაჭერა აღუთქვეს და განაცხადეს რომ ინდოეთს პაკისტანის სადაზვერვო სააგენტოს თანამშრმლებს მიავლენს ტეორისტული თავდასხმის საფუძვლიანად გამოძიებისთვის.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს რომ არსებობს დამამტკიცებელი საბუთი რომელიც პაკისტანს ამ ტერორისტულ თავდასხმასთან მჭიდროდ აკავშირებს.


XS
SM
MD
LG