ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ სასწრაფო რეფორმები უნდა დანერგოს


წამყავანი საერთაშორისო კვლევითი ცენტრის განცხადებით საქართველომ სასწრაფო რეფორმები უნდა დანერგოს, რათა მთავრობამ გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთთან წარუმატებელი ომის შედეგად მიყენებული ზარალიდან თავი დააღწიოს.საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი მოხსენაბში წერს, რომ ამჟამად პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა საფრთხის ქვეშ არაა.მაგრამ სერიოზული გამოცდის წინაშე იქნება მომავალი თვეების განმავლობაში. ოპოზიცია აგვისტოს მოვლენების შესახებ სულ უფრო ხშირად სვამს მწვავე კითხვებს.სააკშვილმა უნდა აღადგინოს ქვეყანაში სტაბილიზაცია, რათა ბიძგი მისცეს უცხოური ინვესტიციების შემოსვლას და ქვეყნის განვითარებას. უნდა გაიზარდოს სოციალური დახმარებები, სასამართლო სიტემისა და მედიის თავისუფლებას უნდა შეეწყოს ხელი. ამასთან ერთად მაღალ ეშელონებში კორუფცია უნდა აღიკვეთოს და საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა იქნას შეტანილი. აცხადებს საერთასორისო კრიზისის ჯგუფი.


XS
SM
MD
LG