ლიმაში სამიტზე ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერები ხვდებიან.
ისინი იმ საყოველთაო ბრძოლაში ჩაერთვებიან , რომელსაც მსოფლიო ქვეყნები აწარმოებენ გლობალური ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად. შაბათს გამართულ კონფერენციაზე აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების გაერთიანების 21ლიდერმა პირობა დადო, რომ ერთი წლის მანძილზე არ დაუშვებენ საერთაშორისო ვაჭრობის სივრცეში ფასების მატებას .აგრეთვე მათგადაწყვიტეს ხელი შეუწყონ
მსოფლიო სავაჭრო მოლაპარაკებების აღდგენას,რომელიც ივლისის თვეში ჩაიშალა. აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების გაერთიანება მსოფლიო ვაჭრობის ნახევარს აწარმოებს .მათ მიერ ჩატარებული კონფერენცია, გასულ კვირას დიდი ოცეულის სამიტის ერთგვარი გამოძახილი იყო.
აზია-წყნარი ოკეანის გაერთიანების კონფერენცია პრეზიდენტი ჯორჯ ბუშისათვის ბოლო კონფერენცია იქნება,ვიდრე იგი თეთრ სახლს დატოვებს.
შაბათს კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა თავის გამოსვლაში აღნიშნა,რომ ეკონომიკურ ზრდას სამი ძირითადი სტრატეგია განავითარებს: თავისუფალი მარკეტი,თავისუფალი ვაჭრობა და თავისუფალი ხალხი .