ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აცხადებს,რომ იგი პირველად ესაუბრა ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ბარაკ ობამას ,მას მერე,რაც მან არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.
კვირას პრეზიდენტი კარზაის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია,რომ ბარაკ ობამამ სატელეფონო კარზაისთან საუბარში აღნიშნა,რომ იგი აუცილებლად მხარს დაუჭერს რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლასა და უსაფრთხოების გაძლიერებას .
ბარაკ ობამა დიდი ხანია მხარს უჭერს ავღანეთსი სამშვიდობო ჯარების გაზრდის საკითხს რეაყში ამერიკის ჯარების შემცირების ხარჯზე. ავღანეთში ამერიკისა და ნატოს ჯარების სარდალმა გენერალმა დავიდ მაკკიერნანმა 20ათასი ჯარისკაცის დამატება მოითხოვა ავღანეთში. იანვრის თვეში დაგეგმილია სამიათას ხუთას ჯარისკაციანი ბრიგადის დამატება .
ამერიკის მთავრობის პრესმდივანი კოლონელ გრეგ ჯულიანი აცხადებს,რომ დამატებითი სამხედრო ძალა თავდაპირველად ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადაიგზავნება,სადაც თალიბებთან დაპირისპირების ყველაზე ცხელი წერტილი აღინიშნება.