ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2025 წლისთვის ჩინეთი და ინდოეთი მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებად მოგვევლიანებიან


ამერიკის დაზვერვის სფეროს ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, 2025 წლისთვის ჩინეთი და ინდოეთი ამერიკის მსგავსად მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებად მოგვევლიანებიან.

ამერიკის ეროვნული სადაზვერვო საბჭოს ანგარიში წერს, რომ ამერიკა 2025 წლისთივს ნაკლებად დომინანტური სახელმწიფო იქნება. დაიკლებს დოლარის კურსი და იგი სხვა ქვეყნების ეროვნულ ვალუტას გაუთანაბრდება. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში სიმდიდრის კონცენტრაცია დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაინაცვლებს. ანგარიშში ასევე გრძელდება ეკონომიკური და მოსახლეობის ზრდის მაჩვენებლების განხილვა, რაც ენერგეტიკის, სურსათისა და წყლის მოხმარებაზე კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნებს.

XS
SM
MD
LG