ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის სასამართლომ მადონას და მის მეუღლეს გაი რიჩის განქორწინების მოწმობა გადასცა


ლონდონის სასამართლომ პოპ მუსიკის ლეგენდას-მადონას და მის მეუღლეს გაი რიჩის განქორწინების მოწმობა გადასცა.

სასამართლო სხდომას არცერთი მხარე არ დასწრებია. განქორწინების პირობების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ბრიტანული მედია იტყობინება, რომ მადონა შეინარჩუნებს ნახევარ მილიარდამდე ქონებას, რამეთუ მას გაი რიჩი არ ედავება.

ბრიტანული გაზეთები ასევე იუწყებიან, რომ წყვილის ორი ვაჟიშვილი-რვა წლის როკო და სამი წლის დევიდი დროს მშობლებთან მონაცვლეობით-ხან ბრიტანეთში ხან კი ნიუ იორკში გაატარებენ. მადონას ქალიშვილი,კი რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, დედასთან იცხოფრებს.

XS
SM
MD
LG