ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იორდანიის მეფემ მოუწოდა ისრაელის მთავრობას შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები ღაზას სექტორში


ისრაელის რადიო აცხადებს რომ იორდანიის მეფე აბდულამ მოუწოდა ისრაელის მთავრობას შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები ღაზას სექტორში.

ისრაელის რადიოში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეფემ ეს განცხადება ამ კვირას ისრაელის პრემიერ მინისტრ ეჰუდ ოლმერტთან და თავდაცვის მინისტრ ეჰუდ ბარაკთან ამანში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე გააკეთა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ბატონმა ოლმერტმა მეფე აბდულას მოახსენა რომ ისრაელი ვერ შეიკავებს თავს თუ ღაზაში მყოფი მეამბოხეები განაგრძობენ ისრაელის მიმართ საჰაერო შეტევებს.

პალესტინის სამედიცინო პირთა განცხადებით ღაზას სექტორში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული არიან პალესტინელი სამხედრო მეამბოხეები. რამოდენიმე საინფორმაციო წყაროს მიხედვით ჰამასის შეიარაღებული პირი ისრაელის ტანკის მიერ იქნა მოკლული ხოლო სხვა ინფორმაციული წყაროები კი აცხადებენ რომ მეამბოხე შემთხვევითი აფეტქების შედეგად დაიღუპა

ამ თვეში ღაზაში არსებულმა ძალადობამ კიდევ უფრო დაძაბა ისრაელისა და ჰამასს შორის ცეცხლის შეჩერების მოლაპარაკება.

XS
SM
MD
LG