ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დაბომბვას ოთხი პალესტინელი მილიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა


ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დაბომბვას ოთხი პალესტინელი მილიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისრაელის მიერ ღაზას სექტორში განხორციელებულ საჰაერო დაბომბვას ოთხი პალესტინელი მილიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ებრაელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ გაანადგურეს პალესტინური შეიარაღებული ფორმირების ის ოთხი წევრი, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმას ამზადებდნენ. პალესტინურმა მილიციამ, სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტმა დაადასტურა ეს ფაქტი. დღეს დილით ისრაელის ტერიტორიას ორი რაკეტა სტყორცნეს, მაგრამ ამ თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.ხუთი თვის განმავლობაში შენარჩუნებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება უკვე ორი კვირაა რაც ირღვევა. ჰამასსა და ისრაელის არმიას შორის მომხდარ შეტაკებებს თხუთმეტი პალესტინელი მილიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პალესტინელები კი საპასუხოდ რაკეტების საშუალებით ბომბავენ ისრაელის ტერიტორიას. დღეს ისრაელის მინისტრტა კაბინეტის სხდომაზე ბრძოლების განახლების შედეგად დახურული ღაზას საზრვრის გახსნის საკითხს განიხილავენ. საზღვრის დაკეტვის გამო შეფერხებულია ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის პროცესი.

ისრაელი

XS
SM
MD
LG