ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკას სამხედრო ძალებმა კონტროლი განამტკიცეს სოფელ პუნერინზე


შრი ლანკას სამხედრო ძალებმა კონტროლი განამტკიცეს სოფელ პუნერინზე.

ეს სტრატეგიული მნიშვნელობის სოფელი თამილი ვეფხვების მეამბოხე რაზმებს ეკავა.

შრი ლანკას სამხედროებს სოფელი პუნერინის აღება ჯაფნას ყურეში უფრო მარტივად გადაადგილების საშუალებას მისცემს.

სამხედროების მიერ გაკეთებული ამ განცხადებების დადასტურების საშუალება არ არის, რადგანაც შრი ლანკას მთავრობა კონფლიქტურ ზონებში ჟურნალისტების შეშვებაზე უარს აცხადებს.

შრი ლანკას ძალოვნებმა ჩაატარეს სამხედრო ოპერაციები, რათა ქვეყნის ჩრდილოეთით მოთარეშე მეამბოხეები განედევნათ. თამილები შრი ლანკას ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ, რომლებიც 1983 წლიდან დამოუკიდებ-ლობისთვის იბრძვან. ამ დროის განმავლობაში კონფლიქტს 70 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG