ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს ძალების ორი ესპანელი ჯარისკაცი მოკლეს


ავღანეთში ნატოს ძალების ორი ესპანელი ჯარისკაცი მოკლეს. ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჰერათის პროვინციაში ნატოს სამხედრო ბადრაგზე კამიკაზე ტერორისტმა განახორციელა ეს თავდასხმა. ნატოს ეგიდით ავღანეთში შვიდასი ესპანელი სამხედრო მსახურობს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ადრე ავღანელების მიერ გატაცებული კანადელი ჟურნალისტი მელისა ფუნგი გაათავისუფლეს. იგი 12 ოქტომბერს გაიტაცეს ქაბულში. ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაკავებულია სამი მამაკაცი, რომლებიც გატაცების მოწყობაში არიან ეჭვმიტანილნი. ამ ინფორმაციით გამტაცებლები უბრალო კრიმინალები არიან და არა თალიბები.
XS
SM
MD
LG