ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი ისრაელსა და პალესტინურ ტერიტორიებს სტუმრობს


დღეს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი განაგრძობს თავის მოგზაურობას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. იგი პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდება , მანამდე კი შეხვედრები გაიმართა ისრაელის ოფიციალურ პირებთან.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთთან წიფი ლივნისთან ერთობლივ კონფერენციაზე კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ აშშ-ს გააგრძელებს ისრაელ -პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ძალისხმევას.მაგრამ აქვე დასძინა, რომ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ამ წლის ბოლომდე მოსალოდნელი არაა.

წიფი ლივნიმ პირობა დადო, რომ იგი გააგრძელებს მოლაპარაკებებს პალესტინასთან.

კონდოლიზა რაისის მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში გაგრძელდება და იგი ეგვიპტესა და იორდანიას ესტუმრება, სადაც მისი ძალისხმევა მიმართული იქნება სამშვიდობო პროცესებში არაბულ სახელმწიფოთა მხარდაჭერის გამყარებისკენ.

დღეს მომხდარ ძალადობის ფაქტს ისრაელის სამხედრო მეთაურები პალესტინელ მეამბოხეებს უკავშირებენ. მათი განცხადებით, ორი რაკეტა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთ ნაწილში იყო ნასროლი. ამ ინციდენტს რაიმე დაზიანება ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG