ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები პაკისტანში უტევენ მეამბოხეებს


პაკისტანის უშიშროების სამსახურები აცხადებენ, რომ დღეს, ავღანეთის საზღვართან ამერიკულმა რაკეტამ 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პაკისტანელების განცხადებით, რაკეტა თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ იყო მიმართული ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში. ამერიკელებს ამ ინციდენტზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კვირის დასაწყისში, პაკისტანის პრემიერ მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ აღნიშნა, რომ ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა პაკისტანის ტერიტორიაზე უნდა შეწყვიტოს სარაკეტო თავდასხმები მეამბოხეთა წინააღმდეგ.

ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი ოქტომბერში განაცხადა, რომ თუკი ამერიკულ ძალებს ალ ყაიდას წევრების შესახებ ინფორმაცია აქვთ და პაკისტანი არ არის მონდომებული ან არ შეუძლია მათ წინააღმდეგ მიიღოს ზომები, მაშინ შეერთებული შტატები დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას და ალ ყაიდას წევრებს ამოიღებს მიზანში.

ამერიკელმა სამხედროები პაკისტანში ტომების მიერ დასახლებულ რაიონებს უტევენ, საიდანაც მათი რწმენით მეამბოხეები ახორციელებენ თავდასხმებს როგორც პაკისტნაის შიგნით, ისე ავღანეთის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG