ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას გამარჯვებამ ევროპის საინფორმაციო სივრცე მთლიანად მოიცვა


ევროპული სახელმწიფოები ბარაკ ობამას გამარჯვებას მიესალმებიან.ამერიკის სათავეში შავკანიანი პრეზიდენტის მოსვლამ ევროპის საინფორმაციო სივრცე მთლიანად მოიცვა.დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ იგი მოუთმენლად ელის პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრას და მუშაობას.

“მე ვიცი, რომ ბარაკ ობამა დიდი ბრიტანეთის მეგობარია და მე ასევე ვიცი ისიც, რომ ჩვენ საერთო ღირებულებებსა და პოლიტიკურ მიდგომას ვიზირებთ. ამიტომაც ეს საფუძვლები ჩვენი ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას მოიტანს ამ რთულ დროს.”საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ობამას ხელისუფლების სათავეში მოსვლა საფრანგეთის მოსახლეობას, ისევე როგორც მთელს ევროპასა და მსოფლიოს კიდევ უფრო აიმედებს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციისას იგი მჭიდრო ურთიერთობას ვარაუდობს გერმანიასა და აშშ-ს შორის

რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს ბატონ ხავიერ სოლანას, იგი აცხადებს, რომ იგი ყველაზე მეტად ბარაკ ობამას ცვლილების ლოზუნგს მიესალმება“ცვლილება ნამდვილად ჭირდება მთელს მფოსლიოს. ბევრი პრობლემა დაგროვდა და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით დავძლევთ მათ და გამოსავალსაც ვიპოვით.”


XS
SM
MD
LG