ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი  ეწინააღმდეგება პოლონეთსა და ჩეხეთში ამერიკული რაკეტსაწინარო სისტემის განთავსებას


რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კალინინგრადის ოლქში მოკლე რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტები განთავსდება.რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განცხადა, რომ ცენტრალურ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის გაშლის საპასუხოდ, კალინინგრადის ოლქში მოკლე რადიუსის მქონე რუსული ბალისტიკური რაკეტები განთავსდება. რუსეთის მოსახლეობისადმი დღევანდელი მიმართვისას მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსული რაკეტები ამერიკულების გაუვნებელყოფას ისახავს მიზნად. რუსეთი მძაფრად ეწინააღმდეგება პოლონეთსა და ჩეხეთში ამერიკული რაკეტსაწინარო სისტემის განთავსებას და აცხადებს, რომ ეს ევროპის დესტაბილიზაციას და გამალებული შეიარაღების განახლებას გამოიწვევს. ასევე მედვედევმა საქართველოსთან ომის ინსპირირებაში ბრალი შეერთებულ შტატებს დასდო.

რუსეთის


XS
SM
MD
LG