ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვას პრეზიდენტს დნესტრისპირეთში შესვლა აუკრძალეს


მოლდოვადან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ ვორონინს დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში შესვლა აუკრძალეს.

დნესტრისპირეთის რეგიონის საზრვარზე ვორონინის მოტოკორტეჟი ეთნიკურად რუს სეპარატისტთა მესაზღვრეებმა შეაჩერეს და პრეზიდენტს, რომელიც თავად დნესტრისპირეთშია დაბადებული, მშობლიურ სოფელში ჩასვლის ნება არ დართეს. მოლდოვას მთავრობა აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი შეთანხმებული იყო სეპარატისტთა ლიდერებთან და ინციდენტს პროვოკაციად აფასებს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ვორონინი თავის მშობლიურ სოფელში კორჟოვოში აგებული ახალი ეკლესიის კურთხევის ცერემონიაზე დასასწრებად მიეშურებოდა.რუსეთის იტარ ტასის ახალი ამბების სააგენტომ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოლდოვასა და დნესტრისპირეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ. თუმცა ამ მოლაპარაკებების ჩატარების ვადის შესახებ არაფერია ცნობილი.

XS
SM
MD
LG