ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სამხედროებმა ერაყის სამხრეთში ვასიტის პროვინციაზე  კონტროლი  გადასცეს  ერაყის მთავრობას


აშშ-ის სამხედროებმა ერაყის სამხრეთში ვასიტის პროვინციაზე კონტროლი გადასცეს ერაყის მთავრობას.დღეს კონტროლის გადაცემის ცერემონია ამ პროვინციის დედაქალაქ კუტში გაიმართა. ვაზიტი წარამოადგენს მეცამეტე პროვინციას ერაყის იმ 18 პროვინციიდან , რომელიც გადავიდა ერაყის მთავრობის სრულ დაქვემდებარებაში. სამშაბათს აშშ-ს სამხედრო მეთაურმა დომინიკ კარაჩილომ განაცხადა, რომ მან შეიმუშავა მოდელი, რომელიც ერაყელებისთვის უსაფრთხოებისკონტროლის გადაცემას დაეხმარება, მანვე აღნიშნა , რომ ეს მოდელი ერთი თვის წინ საკმაოდ წარმატებით გატარდა პრაქტიკულად. კარაჩილომ განაცხადა, რომ ამ მოდელის თანახმად აშშ-ის სამხედროებს ამ პროვინციებში ნელნელა ერაყელები ჩაანაცვლებენ, და არ ექნება ადგილი მთლიანი ქვედანაყოფების გამოყვანას.

XS
SM
MD
LG