ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბუ ყასვარას სიკვდილმა ალ-ყაიდას დიდი დარტყმა მიაყენა.


ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ ქალაქ მოსულში ერაყში მოქმედი ალ-ყაიდას რგოლის წევრობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს. ამ ინფორმაციის თანახმად, ფიქრობენ, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული ხუთ ოქტომბერს მოკლულ, ერაყში მოქმედ ალ-ყაიდას ერთ-ერთ თავკაცთან აბუ ყასვარასთან. ამერიკელები ამტკიცებენ, რომ მაროკოელი აბუ ყასვარა ერაყში მოქმედი რგოლის თავკაცის მოადგილე იყო. ერაყში მოქმედი სამხედრო კოალიცია თვლის, რომ აბუ ყასვარას სიკვდილმა ალ-ყაიდას დიდი დარტყმა მიაყენა.


XS
SM
MD
LG