ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ლიდერები ეკონომიკის გადასარჩენი გეგმის ირგვლივ სასაუბროდ იკრიბებიან.


ევროკავშირის ლიდერები ეკონომიკის გადასარჩენი გეგმის ირგვლივ სასაუბროდ იკრიბებიან.ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლიდერები, გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებელი ერთიანი გეგმის გამომუშავების მცდელობით, დღეს პარიზში იკრიბებიან. შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მასპინძლობს. შეხვედრას ევროკავშირის თხუთმეტი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ იგი ცდილობს დაარწმუნოს ევროპის ქვეყნები იმაში, რომ მათ ბრიტანეთს მიბაძონ და საბანკო სისტემების ნაწილობრივი ნაციონალიზაცია მოახდინონ. სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები კი ვაშინგტონში შეიკრიბნენ. გუშინ ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო. ეგვიპტის ფინანსთა მინისტრმა იუსეფ ბუტროს ღალიმ განაცხადა, რომ სავალუტო ფონდი დიდ იმედებს ამყარებს დიდი შვიდიანის შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG