ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო დათანხმდა ამერიკელთა ინიციატივას რომ ამიერიდან ავღანეთში ნარკოტიკებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ შეიარაღებულ ძალას გამოიყენებენ


ნატო დათანხმდა ამერიკელთა ინიციატივას რომ ამიერიდან ავღანეთში ნარკოტიკებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ შეიარაღებულ ძალას გამოიყენებენ.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის განცხადებით საერთაშორისო ძალები ავღანეთის არმიასთან ერთად იმოქმედებენ ნარკოტიკებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ, რომლებიც თალიბებს აფინასებენ.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა ბუდაპეშტში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ანტინარკოტიკული ოპერაციებისთვის დაფინანსების გაზრდის აუცილებლობაზე ილაპარაკა. თუმცა მან გამორიცხა ოპიუმის პლანტაციების სრულიად ამოძირკვის შესაძლებლობა, რაც მისი თქმით ავღანელი გლეხების შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

XS
SM
MD
LG