ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამაბადში ტერაქტს ჰქონდა ადგილი.


კამიკაძე ტერორისტმა დღეს ადგილობრივი პოლიციის კუთვნილი შენობის ტერიტორიაზე მოახდინა აფეთქება. პაკისტანის დედაქალაქში უშიშროების ძალები მომეტებულ მზადყოფნაშია მოყვანილი მას შემდეგ რაც სექტემბერში ერთ ერთი სასტუმროს შორიახლოს განხორციელებული ტერაქტის შედეგად 55 ადმიანი დაიღუპა. დღევანდელი ტერაქტი განხორციელდა მაშინ როდესაც ისლამაბადში ადგილობრივი კანონმდებლები დახურულ სხდომას ატარებენ იმის თაობაზე თუ რა საშიშროებას უქმნის პაკისტანს ალყაიდა და თალიბთა მოძრაობა.

ოფიციალური განცხადების თანახმად ამ სხდომის მიზანია პაკისტანის მთავრობას ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ფართემასშტაბიანი სტრატეგიის განმომუშავებაში გაუწიონ დახმარება.

ამ ფონზე პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში კიდევ უფრო გახშირდა თავდასხმები.გზისპირას დაფლული ჭურვის აფეთქების შედეგად 7 კაცი დაიღუპა. პაკისტანის შეიარაღებული ძალების განცხადების თანახმად პაკისტანის სამხედრო ავიაციამ ავიადარტყმები მიიტანა რეგიონში მეამბოხეთა ობიექტებზე. მიყენებულია მნიშვნელოვანი ზარალი ცოცხალ ძალაში.


XS
SM
MD
LG