ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეაში სამ დღიანი ვიზიტის შემდეგ ამერიკელი ელჩი ქრისტოფერ ჰილი დღეს უკან ბრუნდება  


ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შეთანხმების გასააქტიურებლად ამერიკელი ელჩი ქრისტოფერ ჰილი სამ დღიანი ვიზიტის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში, დღეს უკან ბრუნდება.

ოთხშაბათს იგი ფხენიანის დემილიტარიზებულ ზონაში მის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას შეხვდა. ჰილი სეულში ხუთშაბათს უნდა დაბრუნებულიყო მაგრამ მან გააგრძელა თავისი მოგზაურობა.

ჰილი, რომელიც იმავდროულად აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა სავარაუდოდ შესწორებებს შეიტანს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული პროგრამის შეწყვეტის პროცესის გასააქტიურებლად.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკორმაკმა განაცხადა, რომ ჰილს არ გაუკეთებია ძირეული დათმობა კორეელებთან და რომ იგი განიხილავს იმ ცვლილებებს ხელშეკრულებაში, თუ როგორ უნდა განხორციელდეს იგი.

XS
SM
MD
LG