ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები წელს პირველად აწარმოებენ მაღალი დონის მოლაპარაკებებს


სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები წელს პირველად აწარმოებენ მაღალი დონის მოლაპარაკებებს.

სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის სამედროები წელს პირველად აწარმოებენ მაღალი დონის მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებები ორი კორეული სახელმწიფოს გამყოფ საზრვარზე მიმდინარეობს. მოლაპარაკება საათნახევრის განმავლობასი მიმდინარეობდა სასაზღვრო სოფელ პანმუნჯომში. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანს არ გაუმჟღავნებია ის თუ რა საკითხის ირგვლივის მიმდინარეობდა საუბარი. თუმცა სამხრეთ კორეის ახალი ამბების სააგენტოს იონჰაპის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მოლაპარაკებებზე ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა პაკ რიმ სუმ სააგენტოს განუცხადა, რომ შეხვედრა ფხენიანის ინიციატივით მოხდა და სამხრეთ კორეის მიერ ჩრდილოეთის ტერიტორიაზე პროპაგანდისტული პროკლამაციების გავრცელების საკითხს შეეხებოდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სეული პრობლემის მოსაგვარებლად მზადყოფნას არ გამოხატავს.

XS
SM
MD
LG