ბრიტანეთის სპეცსამსახურის ემ აი ექვსის კუთვნილი ციფრული კამერა ი- ბაის ქსელის მეშვეობით გაიყიდა.
ბრიტანეთის სპეცსამსახურის ემ აი ექვსის კუთვნილი ციფრული ფოტოკამერა, რომელიც საიდუმლო მასალას შეიცავდა ი- ბაის ქსელის მეშვეობით ოცდაათ დოლარად გაიყიდა. ბრიტანულ გაზეთ "სანში" გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელმა მამაკაცმა, რომელმაც ფოტოკამერა შეიძინა, აღმოაჩინა, რომ ფოტოაპარატის ჩიპზე ტერორისტობაში ეჭვმიტანილთა ფოტოები, თითის ანაბეჭდები და სახელები და გვარები იყო გადაღებული. ამ ინფორმაციის თანახმად, ჩიპზე აგრეთვე ემ აი ექვსის კომპიუტრული სისტემის შესახებ ინფორმაციაც იყო განთავსებული. პოლიცია აცხადებს, რომ მათ ფოტოაპარატს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მათ ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პოლიციას ამ მოქალაქის ვინაობა არ გაუმჟღავნებია.