ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში მისისიპის ქალაქ ოქსფორდში პირველი საპრეზიდენტო  დებატები გაიმართა


გუშინ აშშ-ში მისისიპის ქალაქ ოქსფორდში გაიმართა პირველი საპრეზიდენტო დებატები . პრეზიდენტობის კანდიდატები დემოკრატი ბარაკ ობამა და რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებზე კამათობდნენ.

მაკკეინმა თავის გამოსვლაში აღნიშნა ,რომ ერაყში ამერიკელმა სამხედროებმა წარმატებებს მიაღწიეს. ობამამ კი გააკრიტიკა აშშ-ს ჯარების ერაყში შესვლა და აღნიშნა , რომ ამერიკას ავღანეთზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება.

ორივე კანდიდატი შეთანხმდა იმაზე , რომ ირანი საშიშროებას წარმოადგენს ისრაელისთვის, მანამ სანამ იგი ატომური იარაღის მოპოვებას გააგრძელებს. მაგრამ აქვე მაკეინმა დასძინა , რომ ირანს უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაეწესოს, მაშინ როდესაც ობამა მკაფიო პირადაპირი დიპლომატიისკენ მოუწოდებს.

მთავრობის მიერ წამოყენებული ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა მისაღები აღმოჩნდა ორივე კანდიდატისთვის .მაგრამ განსხვავებული ხედვა ჰქონდათ იმის შესახებ თუ რაოგორ აღადგინონ ქვეყნის ეკონომიკა

XS
SM
MD
LG