ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორეამ სააგენტოს ინსპექტორებს მათ მიერ დახურული ატომური ობიექტების გახსნა მოსთხოვა



ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ სააგენტოს ინსპექტორებს მათ მიერ დახურული ატომური ობიექტების გახსნა მოსთხოვა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ სააგენტოს ინსპექტორებს მათ მიერ დახურული ჩრდილოეთ კორეის მთავარი ატომური ობიექტის გახსნა მოსთხოვა. სააგენტოს თავკაცმა მოჰამედ ელ ბარადეიმ ატომური ენერგიის სააგენტოს საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ ფხენიანმა აგრეთვე ატომურ ობიექტსი დამონტაჟებული ვიდეოკამერების მოხსნაც მოითხოვა. თუმცა ბარადეის თქმით ობიექტის სტატუსი არ შეცვლილა. ზოგი ოფიციალური პირი ამტკიცებს, რომ იონგბიონის კომპლექსს ლუქი უკვე ახსნეს. გასულ თვეს ჩრდილოეთ კორეამ შეწყვიტა მისი ბირთვული ობიექტების დახურვის პროცესი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით არ აპირებს ჩრდილოეთ კორეის ამოშლას იმ ქვეყანათა სიიდან, რომლებიც ტერორიზმს უმართავენ ხელს. ამერიკა აცხადებს, რომ სიიდან ჩრდილოეთ კორეას მას შემდეგ ამოშლის, რაც ფხენიანი ბირთვული ობიექტების დახურვის პროცესისის შემოწმწბის გეგმას დაჰყაბულდება.

XS
SM
MD
LG