ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო აცხადებს, რომ მას საკმარისი სამხილები გააჩნია იმისა, რომ ომი რუსეთის დაწყებულია


საქართველომ სამხედრო რეაქცია სწორე მას შემდეგ მოახდინა როდესაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დაიკავა.

დღეს საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს აუდიო ჩანაწერი მოასმენინეს, სადაც დაფიქსირებულია სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების სატელეფონო საუბარი , რომელიც სწორედ ზემოაღნიშნულ ფაქტს ადასტურებს.

რუსეთი კი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ მათ სამხრეთ ოსეთში შვიდ აგვისტოს შეიყვანეს ჯარები, რაც საპასუხო რეაქცია იყო საქართვლოს მიერ სამხრეთ ოსეთის აღების მცდელობაზე. მათივე განცხადებით ისინი რუსეთის მოქალაქეებსა და მშვიდობისმყოფელებს იცავდნენ.

სატელეფონო საუბრები კი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ერთი დღით ადრე დაიპყრო.


XS
SM
MD
LG