ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქების შედეგად სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა


ერაყის ხელისუფლების განცხადებით ორ ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბების აფეთქების შედეგად სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. აღსანინავია რომ დღეს ბაღდადში შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ჩავიდა ოფიციალური ვიზიტით.

ტერაქტები ბაღდადის ცენტრში კარადას რაიონში განხორციელდა. რობერტ გეითსი ბაღდადში ერაყიდან დამატებითი ჯარების გაყვანის შედეგების გასაცნობად ჩავიდა. ამ ქვედანაყოფების გამოყვანის შემდეგ ერაყში შეერთებული შტატების არმია 25%-ით შემცირდება.

რობერტ გეითსის განცხადებით კონფლიქტი თანდათანობით ახალ ფაზაში გადადის, როდესაც შეერთებულ შტატებს ერაყში უფრო დამხმარე როლი დაეკისრება.

თავდაცვის მდივანის ვიზიტი ერაყში ამერიკელთა სარდლობის შეცვლას დაემთხვა. გენერალ პეტრაუსს მთავარსარდლის პოსტზე გენერალი რეი ოდიერნო შეცვლის.

XS
SM
MD
LG