ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პაკისტანის ახალი პრეზიდენტის აზიფ ალი ზარდარის ინაგურაცია მოხდა


დღეს პაკისტანის ახალი პრეზიდენტის აზიფ ალი ზარდარის ინაგურაცია მოხდა, რომელიც ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს ქვრივია.

პრეზიდენტის სასახლეში გამართული საზეიმო ცერემონიის დროს რომელსაც ზარდარის შვილებიც ესწრებოდნენ ხალხი ბენაზირ ბჰუტოს სახელს გაიძახოდა.

ზარდარიმ ფერვეზ მუშარაფი შეცვალა პაკისტანის პრეზიდენტის პოსტზე რომელიც გასულ თვეს გადადგა თანამდებობიდან.

აზიფ ალი ზარდარის მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად. ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად პაკისტანი დიდ საერთაშორისო ზეწოლას განიცდის, რათა ბოლო მოუღოს ისლამისტების შეიარაღებულ ამბოხებას.

ცერემონიას ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაიც ესწრებოდა, რომელიც პაკისტანის ხელისუფლებას პასიურობაში ადანაშაულებს ისლამისტებთან ბრძოლის დროს.

XS
SM
MD
LG