ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა პეკინში



ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა პეკინში, რომლის მონაწილენი შეშფოთებულნი არიან ფხენიანის გადაწყვეტილებით აღადგინოს თავისი ერთ-ერთი ბირთვული ობიექტის მუშაობა.

შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეის და იაპონიის წარმომადგენლები დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვუ დაუეის შეხვდებიან, ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი ქრისტოფერ ჰილი კი ჩინეთში რუსეთის ელჩთან გამართავს მოლაპარაკებას.

ქრისტოფერ ჰილის განცხადებით შეერთებული შტატები შეასრილებს ჩრდილოეთ კორეასთან ნაკისრ ვალდებულებებს თუ ეს უკასკნელი არ დაარღვევს თავის პირობას. ფხენიანის განაწყენებულია შეერთებული შტატების საქციელით რომელმაც არ ამოიღო ეს ქვეყანა ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების რიცხვიდან. ამის გამო ჩრდილოეთ კორეამ თავისი ბირთვული რეაქტორის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.


XS
SM
MD
LG