ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ პოლ ჰენზისთან


გთავაზობთ ინტერვიუს აშშ უშიშროების საბჭოს ყოფილ წევრთან, კავკასიის რეგიონის ექსპერტთან ბატონ პოლ ჰენზისთან.

“რუსეთისგან კარგს არაფერს ველი ახლო მომავალში. მოსკოვმა სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოს. კრემლმა ბოდიშიც კი არ მოიხადა იმისთვის რაც გააკეთა.

ვფიქრობ, რომ რუსეთი გააგრძელებს მსგავს პოლიტიკას მომავალშიც და შეეცდება ყველა იმ ქვეყნის დაშინებას, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობენ.

პუტინის ადმინისტრაცია ფაქტობრივად ცდილობს სუკის აღდგენას, რაც საბშჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობაცაა. რა თქმა უნდა ეს არ მოხდება. რუსეთი კი სერიოზულ შედეგებს მოიმკის.”

“ჯერ ნაადრევია აშშ ვიცე პრეზიდენტის-დიკ ჩეინის ვიზიტის შედეგებზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ მისი სურვილია საქარველოს დაეხმაროს, ეკონომიკისა და ინსფრასტრუქტურის აღდგენაში. უკვე ვნახეთ ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფა, რაც საქართველოს რეაბილიტაციაში დაეხმარება.”

“სამწუხაროდ ევროკავშირმა ვერ დაამტკიცა ის, რომ სწრაფად მოქმედება შეუძლია, თუმცა ამ დროს ამერიკამ უკვე აჩვენა ის, რომ მართლაც შესწევს რუსეთის დასჯის უნარი.

ფაქტია რომ რუსული აქციების ფასი ბირჟაზე დაეცა, გაუფასურდა რუბლიც. ეს რუსეთისთვის უკვე საკმაოდ ავის მომავსწავებელი მოვლენა და დიდი დარტყმააა. იკლებს ნავთობის ფასიც. ეს კი რუსეთისთვის დიდი სიმდიდრეა.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზთის დამოუკიდებლობის აღიარებას, რუსეთის პოლიტიკა ჩრილდოეთ კავკასიის რესპუბლიკებში აღმაშფოთებელია. საინტერესოა რატომ არ იჩენს მსგავს დამოკიდებულებას და დამოუკიდებლობას არ აძლევს იგი ჩეჩენთს. ნაცვლად ამისა, იქ კრემლის მიერ წარმოებული პოლიტიკა შემაშფოთებელია. ამიტომაც, საქართველოს დანაწევრიანება მისი რეგიონების აღიარების მეშვეობით დიდ საფრთხეს უქადის თავად რუსეთს მომავალში.”

ვესაუბრებოდით აშშ უშიშროების საბჭოს ყოფილ წევრს ბატონ

პოლ ჰენზის.

XS
SM
MD
LG