ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაქეინი: ქარიშხალ გუსტავის გამო არსებული სიტუაციის ფონზე არ იქნება სწორი საზეიმო ცერემონიის ჩატარება


ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატები ამომრჩევლის გადაბირებას ცდილობენ რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში მას შემდეგ რაც ორივე მათგანმა ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატები დაასახელა.

რესპულიკელმა კანდიდატმა ჯონ მაქეინმა ვიცე პრეზიდენტობის კანიდატ სარა ფალინთან ერთად გუშინ პენსილვანიის შტატში ილაპარაკა.

ფალინი იქ კვლავ შეეცადა ქალი ამომრჩევლების ხმების მოპოვებას როცა მან დემოკრატ სენატორის ჰილარი ქლინტონის დამსახურება ქებით ოიხსენია.

რაც შეეხება დემჯოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს ბარაკ ობამას და მისი ვიცე პრეზიდენტობის პროსტის მაძიებელს, სენატორ ჯო ბაიდენს, ისინი გუშინ ოჰაიოს შტატის ქალაქ დუბლინში წარსდგნენ ამომრჩევლის წინაშე. ორივე მათგანმა მაქეინი და პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გააკრიტიკა ეკონომიკური წარუმატებლობის გამო. ორივე მათგანმა ამომრჩეველს პირობა მისცა რომ ამ პრობლემას გამოასწორებენ.

XS
SM
MD
LG