ჩინეთი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ეწ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო. ჩინეთის საგარეო საქამეთა სამინისტროს რწმუნებულმა განაცხადა, რომ პეკინი შეშფოთებულია და გულდასმით ადევნებს თვალყურს მოვლენების განვითარებას. ამჟამად შანხაის ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზიაციამ არ დაუჭირა მხარი რუსეთის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს ამ რეგიონების გარშემო არსებული პრობლემის მოგვარება. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ იგი ეწინააღმდეგება სეპარატიზმს. საგულისხმოა, რომ შანხაის ურთიერთთანამშრომლ;ობის ორგანიზაციის დამაარსებელი ჩინეთი თვითონ უპირისპირდება სეპარატიზმის პრობლემას ტიბეტში სინძიანში და ტაივანზე.
დიდმა შვიდეულმა დაჰგმო რუსეთის გადაწყვეტილება. ამ ორგანიზაციამ გუშინ ერთობლივი კომუნიკე გამოაქვეყნა, სადაც გმობენ რუსეთის ქმედებას და აცხადებენ რომ ეს ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს, რომელსაც რუსეთიც აწერს ხელს. ჯგუფი აგრეთვე ჰგმობს რუსეთის მიერ საქართველოში ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას და საკართველოს ოკუპაციას. განცხადებაში მოუწოდებენ მოსკოვს პრაქტიკულად გაატაროს სარკოზის ინიციატივა და ექვსი აგვისტოს პოზიციებზე დააბრუნონ მათი ძალები. უკვე არა ერთხელ გაისმა მოწოდება აშშ-ში და ევრპპაში იმის თაობაზე რომ გარიცხომნ მოსკოვი ამ ორგანიზაციიდან. აშშ-ის სახ-დეპის წარმომადგენლის რწმუნებულის მოადგილემ რობერტ ვუდმა მოსკოვსა მოუწოდა შესცვალოს აფხაზეთისა და ეწ სამხრეთ ოსეთის ცნობის ფაქტი. მანვე რუსეთს მოუწოდა ითანამშრომლოს სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური წმენდის ბრალდების გამოძიებაში, რომელზეც საქართველომ განაცხადა. მისი თქმით:
-"ჩემი თვალით ვნახე ინფორმაცია მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი სისასტიკის თაობაზე და რუსეთს მინდა მოუწოდო, რომ დაუშვას მიმხრობელი გამოძიება იმ ცნობებზე, რომლის თანახმად ჩადენილია დანაშაული. ჩვენ მთელი სერიოზულობით განვიხილავთ ფაქტებს და გვინდა გამოვხატოთ იმერი, რომ გარანტირებული იქნება ის რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ გამოიძიოს ეს ბრალდებები."
ამ ფონზე საქართველოში აქტიურად ჩააქვთ ჰუმანიტარული დახმარება. როგორც სადამხმარებლო ორგანიზაციის ოფიციალური პირები აცხადებენ. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მიმღებ ცენტრებში საგრძნობლად გაიზარდა იძულებით ადგილნაცვალთა რიცხვი. მათ დატოვეს საცხოვრებლები გორის მახლობლად განლაგებულ სოფლებში, რადგანაც ამჟამად ოსები არბევენ იქ მოსახლეობას. როგორც ლტოლვილები აცხადებენ ოსები ყველაფერს ანადგურებენ და ამას რუსი ჯარისკაცები უყურებენ და არაფერს აკეთებენ , რათა შეწყდეს ქართული სოფლების ძარცვა და განადგურება. საკართგელო საგარეო საქმეთა სამინიშტროს რწმუნებულმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა , რომ რუსეთის ჯარი და ოსური ბანდ-ფორმირებები აფართოვენბენ მათ პოზიციებს და არ გადიან საქართველოს ტერიტოიიდან. მისი თქმით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ რაც მედვედევმა ხელი მოაწერა ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობას. სამხრეთ ოსეთთან მიმდებარე ქართული სოფლებიდან კიდევ ორი ათასი კაცი გააძევეს.