ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილების ფსიქორეაბილიტაცია


საქართველოში არსებობს არა ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ტრამვებს შორის, დევნილების ფსიქორეაბილიტაციაზე მუშაობს. ბუნებრივია, ვიდრე არ მოგვარდება ასე ვთქვათ საყოფაცხოვრებო საკითხები, მანამდე ყველა მობილიზებულად მათი პირობების გაუმჯობესებას ცდილობს. და უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელი ტრაგიკული შემთხვევის, ომის დროს საქართველოს მოსახლეობა, არასამთავრობო სექტორის კოალიცია და მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურები საკმაოდ მობილიზებულად მოქმედებდნენ და შეძლებისდაგვარად მოხერხდა საარსებო მინიმუმის მოპოვება ათასობით დევნილისათვის. მაგრამ დგება ეტაპი, როდესაც საყოფაცხოვრებო პრობლემები მეტნაკლებად გვარდება და ადამიანებმა, რომელთაც უკიდურესი სტრესი და შოკი გამოიარეს, პირველ რიგში სპეციალისტებისაგან და შემდეგ ყოველი ჩვენთაგანისგან თანადგომას და მათ ფსიქოლოგიურ გამოჯანმრთელებას მოითხოვს. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავიგოთ, რა ეტაპებს გადის დევნილი სტრესის შემდეგ. კონსულტაციისათვის ჩვენ მივმართეთ "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის" ფსიქოლოგს ნატო ზაზაშვილს.

ნატო ზაზაშვილი – იმის მერე რაც ადამიანი მოშორდება მატრამვირებელ სიტუაციას, პირველი ფაზა არის შოკის ფაზა და შემდეგ მოდის აგრესიის ფაზა. უშუალოდ იქ ხდება მაქსიმალური მობილიზება ადამიანის თვითგადარჩენის ინსტიქტებისა. ამას მიაქვს ძალიან დიდი ენერგია. შემდეგ მოდის უკვე გაშეშების, შოკის ფაზა. რომელიც შესაძლებელია გამოიხატოს ზედმეტი სიმშივიდით ან კი ზედმეტი აგზანებულობით. შემდეგ უკვე მოდის აგრესიის ფაზა და ეს იმის მანიშნებელა, რომ დინამიკა წავიდა ადამიანში და არ არის აუცელებელი, მაგალითად ეს აგრესია იყოს პირდაპირ გამოხატული. ეს ითვლება რომ არის ნორმალური რეაქცია, არანორმალურ პირობებზე. აგრესიის ფაზის მერ მოდის შედარებით პოზიტიური პერიოდი, როდესაც მეტნაკლებად ადამიანი თავს ყურადღების ცენტრში გრძნობს და ეს მასზეც კარგად აისახება. მერე როდესაც დრო გადის ეს ყურადღება მცირდება, შემდეგ მოდის სასოწარკვეთის ფაზა, რომელიც არის ყველაზე მძიმე - როდესაც ადამიანი ყველაზე რეალისტურად შეიგრძნობს დანაკარგს. და ბოლო ფაზა არის ცხოვრებაში დაბრუნების, რეინტეგრაციის ფაზა. ადამიანს აქვს ძალიან დიდი რესურსი, რომ თავად გამოიაროს ეს სტადიები. ერთნი დახმარების შედეგად, მეორენი კი დამოუკიდებლად.

- თუკი არსებობს რაიმე სახის რეცეპტები, როგორ უნდა მოიქცეს ყოველი ჩვენთაგანი, იმისათვის რომ ჩვენი დახმარებით უკუშედეგი არ მივიღოთ, არ დავუშვათ მათთან ურთიერთობაში შეცდომები და ვეცადოთ ჩვენი თანადგომა მაქსიმალურად ეფექტური და პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს.

ნატო ზაზაშვილი – თუ არ იცი, შეიძლება ხელი შეუშალო და უარესი გააკეთო. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენი ორგანიზაცია აპირებს ტრეინინგების გაკეთებას, იმისათვის რომ გავცეთ ე.წ. რეცეპტები თუ როგორ უნდა დაეხმაროს ადამიანი დევნილს. პირველი ვიტყოდი, რომ თუკი ეს მატერიალურ დახმარებაზეა საუბარი, ჯობია მაგალითად ტანსაცმელი იყოს დახარისხებული, პროდუქტი უნდა იყოს ერთგვაროვანი. ყველა პუნქტს ყავს ლიდერი და კარგი იქნება თუკი იმისგან გავიგებთ კონკრეტული ადამიანების საჭიროებებს. ერთერთი პრობლემა არის ამ დახმარების არათანაბარი გადანაწილება, როგორც თემს შორის, ასევე გეოგრაფიული თავლსაზრისით. სადღაც ბევრი ყურადღებაა, სადღაც კი გაცილებით ნაკლები. აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ კარგი იქნება თუკი დამხარებისთანავე არ წამოვალთ იქიდან, ცოტა ხანი უნდა გავჩერდეთ და გავესაუბროთ, მოსმენა არის ერთერთი ყველაზე კარგი დახმარება, თუკი ამას ითხოვს ადამიანი. ძალით არაფრით არ შეიძლება მათგან ლაპარაკის, მოყოლის მოთხოვნა, მაგრამ თუკი არის ამის სურვილი - ეს ძალიან კარგია.

- მე შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენდით "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციისცენტრის" ფსიქოლოგს ნატო ზაზაშვილს.

XS
SM
MD
LG