ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს მინისტრების შეხვედრა


გუშინ საქართველოსათვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო. ბრიუსელში ნატოს წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მხარდაჭერა ერთხმად გამოხატეს და რუსეთის ქმედებები დაგმეს. "ოკუპაცია" – ეს სიტყვა, რუსეთის ქმედებების გამო ამჯერად დასავლელი დიპლომატების ოფიცალურ განცხადებებში გაჩნდა. დასავლეთი მოსკოვს პირობის შესრულებას კიდევ ერთხელ მკაცრად სთხოვს. მოსკოვი კი თავისმხრივ "ნატოს" ამგვარი პოზიციით ნაწყენი რჩება.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელ სხდომაზე საქართველოს საკითხზე კომუნიკე მიიღეს. დოკუმენტის თანახმად, ჩრდილოატლანტიკური საბჭო, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სამხედრო მოქმედება და სამხედრო ძალები პირვანდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებზე კი საერთაშორისო მსჯელობა უნდა დაიწყოს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ეკონომიკური ცხოვრება, მათ შორის საერთაშორისო ფრენები და გადაზიდვები არ უნდა შეჩერდეს. "ჩვენ შევახსენებთ რუსეთს მის პასუხისმგებლობას, შეინარჩუნოს უსაფრთხოება და წესრიგი იმ რეგიონებში, რომლებსაც თავად აკონტროლებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ანგრევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას," - ნათქვამია კომუნიკეში. როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა: "რუსეთი –ნატო-ს" საბჭოს მუშაობა არ განახლდება მანამ, სანამ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას განაგრძობენ."სხეფერმა აღნიშნა, რომ ნატო-მ, საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, უახლოეს მომავალში საქართველოში ალიანსის თხუთმეტი ექსპერტი გაემგზავრება, რომლებიც ქვეყნისათვის მიყენებულ ზარალს შეისწავლიან. გარდა ამისა, გადაწყდა საქათველო-ნატო-ს მუდმივი კომისიის შექმნა, იგივე ტიპის, რომელიც უკრაინასა და ნატო-ს შორის მოქმედებს. კომისია საქართველოსადმი დახმარების და ნატო-ს წევრობისათვის მომზადების საკითხებზე იმუშავებს.

გარდა ამისა, სხეფერის განცხადებით, ნატო დაიწყებს საქართველოს დახმარებას საჰაერო სივრცის კონტროლის საშუალებების აღდგენასა და კიბერშეტევების მოგერიების კუთხით.

გიშინდელ დღესთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს ქართული მხარეც. პარლამენტის, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამეტო კომისიის თავმჯდომარე გივი თარგამაძე პასუხობს კითხვას - იყო თუ არა საკმარისი ის მკაცრი ტონი და მხარდაჭერა, რომელიც გუშინ საქართველომ მიიღო ნატოს მინისტერიალზე?

გივი თარგამაძემე ვფიქრობ რომ იყო ჩვენთვის ძალიან დადებითი გადაწყვეტილებები, შეიძლება ამ ემოციურ ფონზე ვინმეს მოეჩვენოს რომ ეს არ იყო მაქსიმუმი და რუსეთს დაუტოვეს გარკვეული სივრცე იმისთვის რომ გადაწყვეტილებები მიიღოს, შეცვალოს და თავის ვალდებულებები შეასრულოს. მაგრამ საქართველოსათვის ეს ცალსახად პოზიტიური დაპირებები და მხარდაჭერა იყო. მაპი შეიძლება არ არის ჯერ გარანტირებული, მაგრამ არის გაცილებით დიდი შანსები დეკემბერში მისი მიღებისა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია "ნატოს" გაფრთხილება, რომელიც აჩერებს ნატო-რუსეთის ურთიერთობის დროებით შეჩერება.

- თუკი რუსეთი ისევე როგორც აქამდე არ შეასრულებს პირობებს და ასევე გააგრძელებს მოქმედებას, რა ბერკეტები აქვს ევროპას, "ნატოს" - რომ რუსეთი აიძულოს ასე ვთქვათ კანონიერი ქმედებებისაკენ.

გივი თარგამაძე - აქ იყო უკვე მინიშნებები, რომ საბოლოოდ შეწყვეტს არსებობს ნატო-რუსეთის საბჭო და კიდევ სხვა მრავალი, მაგრამ ყველაზე სერიოზული არის სოჩის ოლიმპიადის ჩაშლის პერსპექტივა. ეს ის თემაა, რომელიც რუსეთს აუცილებლად დაახევინებს უკან და კიდევ არსებობს არსენალი, რომელიც რუსეთს აიძულებს კანონიერი ქმედებებისაკენ.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ რუსული არმია საჩხერეში დისლოცირდებიან.

XS
SM
MD
LG