ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ


გთავაზობთ ამონარიდებს ჯონ მაკკეინის სპეციალური განცხადებიდან რომელიც მან საქართველოსთან შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა.

დასწყისში იგი შეეხო საქართველოს ისტორიას და აღნიშნა რომ საქართველოს უძველესი ისტორია ააქვს.

"ქართველებმა მეოთხე საუკუნეში მიიღეს ქრისტიანობა და რომ ამ პატარა ერს ძალზე რთული ისტორია ააქვს მისი გეოგრაფიული განლაგების გამო. რატომ უნდა დავეხმაროთ ამ თითქოს უმნიშვნელოა და პატარა ქვეყანას.? ხშირად დიდი ისტორია პატარა ქვეყნებში იწერება და ეს გამოთქმა დღეს ნამდვილად საქართველოს ეხება. რუსეთის ჯარი შეიჭრა საქართველოში და მის დამოუკიდებლობას დაემუქრა. იმ საბაბით თითქოს სამხრეთ ოსეთს იცავდა ქართველებისაგან. მე პირადად ვარ ნამყოფი სამხრეთ ოსეთში და შევედით თუ არა ამ ტერიტორიაზე, პირველი რაც თვალში მომხვდა იყო პუტტინის უზარმზარი პლაკატი წარწერით

"ჩვენი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია" აქ კომენტარი ზედმეტია. რუსეთმა დღეს დაამტკიცა რომ იგი ვერ შეეგუება ვერცერთ ქვეყანას რომელიც დასავლეთზეა ორიენტირებული და დასავლეთის ფასეულობებს იზიარებს. საქართველოს პრეზიდენტმა და ქართველებმა იციან რომ დღეს ჩვენ მათთან ვართ და მათთვის ვლოცულობთ. დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ. (აპლოდისმენტები)."განაცხადა ჯონ მაკკეინმა

XS
SM
MD
LG