ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა პაკისტანში რვა მძევალი გაათავისუფლეს


თალიბებმა პაკისტანში რვა მძევალი გაათავისუფლეს. მათ დაახლოებით ორი კვირის წინ სამთავრობო ოფიციალური პირთა მთელი ჯგუფი აიყვანეს მძევლად.როგორც პაკისტანის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი მძევალთა განთავისუფლება მოხერხდა

მოლაპარაკების გზით თალიბებსა და ადგილობრივ ტომთა ბელადებს შორის. საგულისხმოა რომ სულ რამოდენიმე დღის წინ სამთავრობო ძალებმა იმ რეგიონის ერთერთ დაბაში დაასრულეს სპეცოპერაცია რომელიც მიზნად რეგიონის თალიბებისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რათა ყველა მძევალი იქნას გათავისუფლებული. ტომების ბელადები ამტკიცებენ რომ თალიბები ითხოვენ დაპატიმრებული თალიბების გათავისუფელბას რომელთა შორის თალიბთა ერთერთი მეთაურის თანააშემწეა. ამ ფონზე პაკისტანის პოლიცია იუწყება რომ მეამბოხეებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ერთერთი სკოლის შენობა ააფეთქეს. მსხვერპლი არ არის.

XS
SM
MD
LG