ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბათუმი სუამის სამიტს მასპინძლობს


აჭარა პირველად ხდება სუამის სამიტის მასპინძელი. ხვალ, 1 ივლისს ბათუმში საქართველოს, უკრაინის ,აზერბაიჯანისა და მოლდოვას პირველი პირები ხვდებიან ერთმანეთს. სამიტზე დაგეგმილი იყო მოლდოვას პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა, მაგრამ პრემიერის ნაცვლად სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მოლდოვას შს მინისტრი მიიღებს .

სუამის ბოლო სამიტი ბაქოში გასული წლის 19 ივნისს გაიმართა. ბაქოში საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ე.წ. სამხრეთ-ოსეთში მიმდინარე მოვლენებზე, ცხინვალის სეპარატისტულ ძალებზე.. მიხეილ სააკაშვილმა უპრეზედენტო უწოდა სეპარატისტული რეჟიმებისთვის გაფართოებული ავტონომიის შესთავაზებას და მოლაპარაკებებს, რომელიც გასული წლის ამ დროს დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან მიმდინარეობდა.

საქართველოს პრეზიდენტმა სუამის გასული წლის სამიტზე იმედი გამოთქვა, რომ სუამი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებდა. მიხეილ სააკაშვილმა გასულ წელს სუამის წევრ-ქვეყნებს კონფლიქტების მოსაგვარებლად ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ბათუმის სუამის სამიტის დაწყებამდე 1 დღით ადრე ჯერ არ ვფლობთ სრულ ინფორმაციას სამიტის მუშაობის შესახებ. ექსპერტის, ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, სუამის წევრი-სახელმწიფოები საქართველოს მხარდასაჭერად ყველა ტრიბუნას იყენებენ.


XS
SM
MD
LG