ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი ქლინტონის წარუმატებლობის მიუხედავად, მისი მხარდამჭერები თვლიან რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გზა გაეკაფა ქალ კანდიდატს


ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო მარათონის მარცხით დასრულების მიუხედავავად მისი მხარდამჭერები თვლიან რომ მომავალ არჩევნებში კლინტონმა გზა გაუკაფა ქალ საპრეზიდენტო კანდიდატებს.

ტაში

სენატორი ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო მარათონს ივნისის დასაწყისში გამოეთიშა. ქალბატონმა კლინტონმა თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში მარდამჭერებს მიმართა და საპრეზიდენტო კამპაანიის წარუმატებელი დასასრულის მიზეზად მისი სქესი დაასახელა

მე ქალი ვარ და როგორც მილიონობით ქალმა მეც კარგად ვიცი რომ წინ კიდევ ბევრი ბარიერები და წინააღმდეგობები გველის. მე მსურს ამერიკაში ისეთი საზოგადოება ჩამოვაყალიბო რომელიც გამონაკლისის გარეშე, თვითოეული ჩვენთაგანის შესაძლებლობებს აღიარებს და მათი ჯანსარად გამოყენების საშუალებას მოგვცემს. ცდ

18-მა მილიონმა ქალმა მისცა ხმა ჰილარი კლინტონს.

მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვერ დავანგრიეთ წინააღმდეგობის კედელი, ჩვენ მას 18 მილიონი ბზარი გავუჩინეთ.ცდ

პირველად საპრეზიდენტო არჩვენებში კლინტონის მხარდამჭერთა შორის ერთგულებით ქალები გამოირჩევიან. პირველმა ლედიმ, ქალბატონმა ლორა ბუშმაც კი ხოტბა შეასხა კლინტონის ისტორიულ საპრეზიდენტო მარათონს:

მე თვალყურს ვადევნებდი მის კამპანიას და უნდა ვაღიარო აღტაცებული ვარ მისი შეუპოვრობითა და სიმტკიცით.ცდ

ქალთა ეროვნული ორგანიზაცია აცხადებს რომ სამწუხაროდ პირველადმა არჩევნებმა ფარდა ახადა იმ რეალობას რაც ამერიკულ საზოგადოებაში იმალება. კერძოდ კი საზოგადოება არ არის მზად ქალი პრეზიდენტისთვის.

კლინტონის საპრეზიდენტო კაპმანიის განმავლობაში რადიოს, გაზეთისა თუ ტელევიზიის საშუალებით გაუთავებლად ისმოდა მისი კრიტიკა.

ქალთა ეროვნული ორგანიზაციის პრეზიდენტი კიმ გენდი აცხადებს რომ მედია მსუბუქად აშუქებდა იმ შეურაწცყოფას რისი ატანაც მოუხდა ჰილარი კლინტონს.

ჩვენს საზოგადოებასა და მედიაში უთანასწორობა მამაკაცსა და ქალს შორის მიჩქმალულია. როდესაც ასპარეზზე ჰილარი კლინტონი გამოჩნდა საზოგადოებაში აშკარა აგრესია გაჩნდა. ისმოდა კრიტიკა მისი აღნაგობის, ჩაცმულობის და ხმის ტემბრისა შესახებ. ზოგი კომენტარის თანახმად მამაკაცები ქალბატონ კლინტონს ავ მეუღლესთან აიგიავებდნენ.ცდ

ქალბატონი გენდი თვლის რომ კლინტონმა ისტორიული წვლილი შეტანა ქალის პოლიტიკური ასპარეზის განვითარებაში. მაგრამ მამაკაცსა და ქალს შორის უტანასწორობა მომავალში სერიოზულ დაბრკოლებად რჩება.

ამჟამად კონგრესში 84 პროცენტი მამაკაცია, გუბერნატორების 82 პროცენრს მამაკაცები შეადგენენ. აშკარაა რომ ჩვენ წინ კიდევ უამრავი წინაობა გველის.ცდ

ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო მარათონის დასრულებისთანავე დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს ბარაკ ობამას დაუჭირა მხარი.

ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ბარაკ ობამას.

ასე მიმართა ჰილარი კლინტონმა თავის მხარდამჭერებს. აქედან გამომდინარე პოლიტიკური ანალიტიკოსები ვარაუდობენ რომ ობამს მხარდამჭერთა შორის კლინტონის მომხრეებიც ჩაირიცხებიან.

თუმცა ქალთა უფლებების დამცავი აქტივისტები აცხადებენ რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ობამა გაიმარჯვებს კლინტონის მომხრეები მხოლოდ ერაყში ომის დასრულებასა და ეკონომიკის აღდგენას არ დაყაბულდებიან და ობამას სწორედ იმ რეფორმების გატარებას მოსთხოვენ რითაც 18 მილიონი ამომრჩეველი მხარდამჭერი ქალი მოხიბლა კლინტონმა.

XS
SM
MD
LG