ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაფი სიზელის დამზადება ინგლისში


ინგლისში მომხმარებლები სწავლობენ თუ როგორ თავად დაამზადონ იაფი დიზელი.
სანამ მთავარ პროცესს მოჰკიდებენ ხელს, ისინი ვინც კურსებზე სიარული გადაწყვიტა, ბიოქიმიის საფუძვლებს უნდა გაეცნოს. შემდეგ სტუდენტებს ლაბორატორიებში პრაქტიკული ცოდნის დაუფლება მოუწევთ.

ბიო-დიზელი იაფფასიან რესტორნებში და ლუდხანებში შეგროვებული უკვე გამოყენებული საკვები ცხიმებისგან მზადდება. ლაბორატორიაში მცენარეულ ზეთს მეთანოლსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს უმატებენ, რის შედეგადაც ზეტი უფრო თხევადი და დიზელის ძრავისთვის გამოსადეგი ხდება. ამ პროცესს "ტრანსესტერიფიკაციას" უწოდებენ:

"მთავარ საშიშროებას ის წარმოადგენს, რომ თქვენ სახიფათო ქიმიური ელემენტების და ელექტროობის გამოყენება გიწევთ. პროცესი პოტენციურად სახიფათოა და ამიტომაც ყურადღების კონცენტაციაა აუცილებელი. ეს ნამდვილად არ არის ძნელი მეცნიერება. პროცესი უფრო მზარეულის ფუსფუსს წააგავს". ამბობს კომპანია "გოლდენფიუელის" წარმომადგენელი, ზემოთქმული კურსების ორგანიზატორი ჯონ ჰეილი.

მოყვარულ მძღოლებზე ძალზე მოქმედებს საწვავის ღირებულების გაზრდა. ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელი შარშანდელთან შედარებით ოცდახუთი ცენტის ექვივალენტით გაიზარდა. კურსის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გაკვეთილებზე დასწრების მსურველტა რიცხვი სულ უფრო იზრდება.

საწვავის კუსტარულად დასამზადებლად საჭირო მოწყობილობის ღირებულება ორსა და ოთხ ათას დოლარს შორის მერყეობს. შინ დამზადებული ერთი ლიტრი საწვავი საშუალოდ 30 ცენტი, ანუ ბენზინგასამართი სადგურების ფასებთან სედარებით ბევრად ნაკლები ჯდება. კურსებზე დამსწრენი ამბობენ, რომ მათ ძალზე ახარებთ ის, რომ ფულის დაზოგვისა და გარემოს დაბინძურების შემცირების სანსი ერთდროულად მიეცათ:

"მე ფულის დაზოგვა მწადია და არ მსურს, რომ ავტომობილით სარგებლობა შევზღუდო. თანაც მე ძალზე მაშფოთებს გარემოს დაბინძურება". ამბიობს კურსების ერთ-ერთი დამსწრე.


"გვესმის, რომ იმდენი იაფი ზეთი არსადაა, რომ ყველა მსურველი უზრუნველყოფილი დარჩეს, მაგრამ ეს მცირედით მაინც გვეხმარება". ამბობს მეორე.

კურსის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ნახმარი საკვები ზეთის წვა სამოცდატხუთმეტი პროცენტით ნაკლებ ნახსირორჟანგს გამოყოფს, ვიდრე ჩვეულებრივი დიზელი. უარყოფითი მხარე კი ისაა, რომ იმ შემთხვევაში თუ კუსტარული პროცესი პოპულარობა მოიხვეჭს, იაფი ნახმარი საკვები ზეთის შოვნა გაზნელდება და ეს კი ამ პროცესის გაძვირებას გამოიწვევს.


XS
SM
MD
LG